ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ვარკეთილის ბაზრობა

კატეგორია: ბეტონის სამრეწველო იატაკები, სამრეწველო მშენებლობა, ოლ-პი მეტალი

,,ოლ-პი ჯგუფისა“ და ,,ოლ-პი მეტალის“ ერთობლივი პროექტი - სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ,  ვარკეთილის ბაზრობა თანამედროვე სავაჭრო ცენტრის სახით უბრუნდება მომხმარებლებს

2020 წელს ხანძრის შედეგად 4000 კვ.მ ტერიტორია და სავაჭრო ჯიხურები განადგურდა.  სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი სწორედ დემონტაჟის პროცესს დაეთმო. ტერიტორიის გვერდით დროებითი სავაჭრო სივრცე ფუნქციონირებდა, რაც უსაფრთხოების ნორმების დაცვით თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა. ვარკეთილის ბაზრობის მშენებლობა ,,ოლ-პი ჯგუფმა“ და ,,ოლ-პი მეტალმა“  3 თვეში დაასრულეს, რის შემდეგაც 1500 კვ.მ ფართობზე მოქალაქეებს ახალი და კომფორტული სავაჭრო ზონით სარგებლობა შეუძლიათ.

სამუშაოები ,,ვარკეთილი96“-ის დაკვეთით განხორციელდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ,,ოლ-პი ჯგუფმა“ და ,,ოლ-პი მეტალმა“ მინიმალურ დროსა და რთული თანმხლები პირობებით, პროექტი მაღალი ხარისხით დაასრულეს.