ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ელასტიური და რბილი იატაკები

 ჩვენი კომპანიის საქმიანობის მორიგ სეგმენტს იატაკის ელასტიური და რბილი საფარები (ვინილი,ხალიჩა) წარმოადგენს.

 

ელასტიური საფარი მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე დიდი წარმატებით გამოიყენება საავადმყოფოებში, სასწავლო დაწესებულებებში, სპორტულ დარბაზებში და კვების მრეწველობის ობიექტებზე.  ჩვენი პარტნიორი   ფრანგული კომპანიის " Gerflor"  ელასტიური საფარის ზედაპირი დაცულია პოლიურეთანის დამცავი ფენით PUR Protect®, , რაც უზრუნველყოფს ზედაპირის დამტებით მედეგობას მექანიკური და ქიმიური დატვირთვებისადმი. აქვს ანტიბაქტერიული და სოკოსგან დამცავი  თვისებები. აგრეთვე აიოლებს საფარის მოვლას და არ საჭიროებს აკრილის მასტიკის გამოყენებას მთელი ექსპლუატაციის მანძილძე. თანამედროვე ელასტიურ საფარს გააჩნია აგრეთვე ანტისტატიკური თვისებები, რაც აუცილებელი პირობაა ფართებისთვის სადაც განთავსებულია დიაგნოსტიკური, ტრანსმისიური და საკონტროლო-საზომი აპრატურა. ელასტიური საფარის გამოყენების არეალი არ შემოიფარგლება მხოლოდ იატაკით. მისი საშუალებით ხდება კედლების და კარებების დაფარვა, რაც თავისთავად აიოლებს ჰიგიენის შენარჩუნებას და იცავს მათ მექანიკური დაზიანებისაგან. გთავაზობთ 75 ტიპის განსხვავებულ კომერცილუ  საფარს, 800-ზე მეტი ფერთა გამით, რომელიც დეკორატიული გაფორმებისათვის საუკეთესო ოფციაა. ჩვენ  მიერ დაგებული ელასტიური იატაკების ხარისხის გარანტიას იძლევა გამოცდილი სპეციალისტების გუნდი, რომელიც ყოველწლიურ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს გადის კომპანია "Gerflor"-ის ობიექტებზე აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

 

რბილი იატაკის განხრით ჩვენი პარტნიორია ფრანგული კომპანია – ”TECSOM”-ი, რომლიეც აწარმოებს სხვადასხვა მატერიისა და ხარისხის რბილ იატაკებს, თანამედროვე და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს სახლების, სასწავლო დაწესებულებების, სასტუმროებისა და სხვადასხვა კომერციულ არეალებისათვის.

“TECSOM” -ის მიერ წამოებული რბილი იატაკი აკმაყოფილებს ყველაზე მკაცრ ევროპულ სტანდარტებს. არ იცვლის ფორმას და ფერს მთელი მისი ექსპლოატაციის პერიოდში, მარტივია მოსავლელად, გამოირჩევა ამტანიანობით და გამართლებულია მისი გამოყენება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
რბილი იატაკი კარგა ახშობს ხმას და ქმნის როგორც ესთეტიურად სასიამოვნო ასევე კომფორტულ გარემოს. დიზანი და ფერთა გამა ყველაზე პრეტენზიულ გემოვნებასაც კი დააკმაყოფილებს.