მეღვინეობა ბინეხი
კატეგორია:
პოლიმერული იატაკები
„ოლ-პი ჯგუფი“ ღვინის სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს. კომპანიამ სამუშაოები ამჯერად ,,მეღვინეობა ბინეხისთვის“ შეასრულა.
პროექტის ფარგლებში, ,,ოლ-პი ჯგუფმა“ HACCP-ის სტანდარტის შესაბამისი, 4-კომპონენტიანი პოლიმერბეტონის იატაკი მოაწყო. აღნიშნული პროდუქტი პასუხობს ღვინისა და კვების მრეწველობისთვის აუცილებელ ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს. მისი უპირატესობებია: მავნე ბაქტერიების გავრცელების პრევენცია და ქიმიური თუ ფიზიკური მედეგობა.
პოლიმერბეტონის იატაკს ,,ოლ-პი ჯგუფი“ ქართულ ბაზარს საერთაშორისო ბრენდთან FLOWCRETE ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში სთავაზობს.