ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ახალი პროექტი: მშრალი სამშენებლო ნარევების ქარხანა

  • news - ახალი პროექტი: მშრალი სამშენებლო ნარევების ქარხანა
  • news - ახალი პროექტი: მშრალი სამშენებლო ნარევების ქარხანა
  • news - ახალი პროექტი: მშრალი სამშენებლო ნარევების ქარხანა
  • news - ახალი პროექტი: მშრალი სამშენებლო ნარევების ქარხანა
2019-07-02

ახალი, საერთაშორისო სტანდარტების საწარმოები ,,ოლ-პი ჯგუფს“ ანიჭებენ უპირატესობას. ამის კიდევ ერთი მაგალითი ,,ფორმულა კონსტრაქშენის“ დაკვეთით შესრულებული, ევროპული ტექნოლოგიებითა და წებოცემენტის ლაბორატორიით აღჭურვილი, მშრალი სამშენებლო ნარევების ქარხანაა.

 

,,ოლ-პი ჯგუფმა“ ობიექტზე ბეტონის იატაკი, საოფისე და გარე ტერიტორიის ფართი  მოაწყო. ლითონ-კონსტრუქციული სამუშაოები კი მისმა შვილობილმა კომპანია ,,ოლ-პი მეტალმა“ შეასრულა. ,,ოლ-პი მეტალმა“ უზრუნველყო, ასევე, ქარხანაში განთავსებული უახლესი სტანდარტების დანადგარების მონტაჟიც.

 

პროექტის ფართობი 2224 კვ.მ-ია, საიდანაც 580კვ.მ საოფისე და საწარმოო ფართია, 144 კვ.მ -ქვიშის საწყობი, ხოლო 1500 კვ.მ - გარე ტერიტორია.

 

დამკვეთის შეფასებით, სამუშაოები ,,ოლ-პი ჯგუფმა“ ტრადიციულად, ვადების სრული დაცვით შეასრულა. ,,ფორმულა კონსტრაქშენში“ აცხადებენ, რომ ,,ოლ-პი ჯგუფმა“ აღებული ვალდებულება უმაღლესი ხარისხითა და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით განახორციელა.  თავის მხრივ, ,,ოლ-პი ჯგუფში“ აღნიშნავენ, რომ კომპანიისთვის საპასუხისმგებლო და საინტერესო ამოცანა იყო ემუშავა საქართველოში მსგავსი მიმართულების უმაღლესი სტანდარტების საწარმოზე. ეკონომი, სტანდარტი, პრემიუმი, ყინვაგამძლე - მშრალი სამშენებლო ნარევების ქარხანა წებოცემენტის ყველა სახეობას აწარმოებს.

 

,,ოლ-პი ჯგუფი“ კი მუშაობას ახლა უკვე ახალ პარტნიორებთან, მიმდინარე პროექტებით აგრძელებს. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომპანიის საიტსა და სოციალურ პლატფორმაზე: https://www.facebook.com/FlooringTechnologies/