ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

,,ოლპი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე

  • news - ,,ოლპი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
2019-10-01

შპს ,,ოლპი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე:

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

ირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და ოპტიმალური გზით გადახდა;
  • საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის ან სხვა მაკონტროლებელი ორგანოების რევიზიების მიღება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
  • კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის შესაბამისობის პრინციპის საფუძველზე გატარება და მათი შესაბამის პერიოდებზე მიკუთვნება;
  • კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
  • ფინანსური რესურსების განაწილების ეფექტიანობის კონტროლი;
  • ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციებისთის საჭირო პირველადი საბუღალტრო საბუთების         გატარება;
  • უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული ყველა სახის ტრანზაქციის შესრულება;
  • კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონლის პირველადი გატარება;
  • კომპანიის დამკვეთებთან გასაფორმებელი ყველა ხელშეკრულების ფინანსური ნაწილის მომზადება იურისტებთან ერთად და  გაფორმების შემდგომ ფინანსური ნაწილის მონიტორინგი;

 

 

   საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში (ფინანსები/ეკონომიკა);
  • აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 3 წლის გამოცდილება;
  • IFRS სტანდარტების სრულყოფილად ცოდნა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
  • MS Office -ის სრულყოფილად  ცოდნა (აუცილებელია Excel-ის სრულყოფილად ცოდნა);
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილება);
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნაც);

 

უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

 

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექრონულ მისამართზე: career@ec.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ანცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის    15 ოქტომბერი.