ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ოლ-პი მეტალის საქველმოქმედო აქცია

2020-06-15

 „ოლ-პი ჯგუფის“ მიერ  საკუთარ იუბილეზე წამოწყებული საქველმოქმედო აქცია კომპანია  ,,ოლ-პი მეტალმა“ გააგრძელა. ლითონკონსტრუქციების საამქრომ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თბილისში რამდენიმე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა. აქციის ბენეფიციარების საჭიროებებიდან გამომდინარე, კომპანიამ მათ საკვები პროდუქტები და მედიკამენტების ვაუჩერები გადასცა.

 

შეგახსენებთ, რომ კომპანიის ძირითად მიმართულებას ლითონ-კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟი წარმოადგენს. ,,ოლ-პი მეტალი“ ასევე უზრუნველყოფს სენდვიჩ პანელების  მონტაჟსა და თუნუქის აქსესუარების დამზადება-მონტაჟს. მის  მომსახურებაში  ერთიანდება დეკორატიული მიმართულებაც: ლითონის ელემენტები სხვადასხვა დიზაინერული იდეით.