ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ოლ-პი ჯგუფი 13 წლისაა

2020-06-08

6 ივნისს იატაკის ტექნოლოგიების ლიდერი კომპანია ,,ოლ-პი ჯგუფი“ 13 წლის გახდა.

 

საიუბილეო თარიღი კომპანიამ საქველმოქმედო აქციით აღნიშნა. ,,ოლ-პი ჯგუფმა“,  თბილისსა და   რუსთავში, რამდენიმე დახმარების საჭიროების მქონე ოჯახი მოინახულა. ,,ოლ-პი ჯგუფის“   დაბადების დღის მონაწილეები  სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები გახდნენ.

 

სოციალური პრობლემების მოგვარებაში აქტიურ ჩართულობას ,,ოლ-პი ჯგუფი" მომავალშიც აქტიურად გეგმავს.

 

რამდენიმე საინტერესო ფაქტი იუბილარი კომპანიის შესახებ:

  • მოჭიმული იატაკის სამუშაოები მექანიზირებული საქართველოში სწორედ ,,ოლ-პი ჯგუფმა“ გახადა;
  • კომპანია  წამყვანი ბრიტანული ბრენდის Flowcrete-ს ერთადერთი ოფიციალური პარტნიორია საქართველოში;
  • ღვინისა და კვების მრეწველობისთვის კომპანია ფლობს ექსკლუზიურ პროდუქტს - HACCP- ის სტანდარტის მქონე  პოლიმერბეტონის იატაკს;
  • 2 მლნ მ²-ზე მეტ  ფართობზე შესრულებული სამუშაო - ბეტონის ინდუსტრიული იატაკების მოწყობის კუთხით ,,ოლ-პი ჯგუფს“ საქართველოში  უკონკურენტო გამოცდილება აქვს;
  • ინდუსტრიული მშენებლობა კომპანიისთვის ახალი და წარმატებულად შესრულებული ეტაპია. მოინახულეთ ნობლექსის ობიექტები,  თელავის ღვინის მარანი, ბუგეულის ღვინის საწარმო თუ ტყიბულის ჩაის ქარხანა.
  • დაარსებიდან -2007 წლიდან დღემდე, ,,ოლ-პი ჯგუფს“ იატაკის ტექნოლოგიების სრული სერვისი ისეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ობიექტებზე აქვს შესრულებული, როგორებიცაა:  კოკა-კოლას საწარმო ნატახტარში, ბორჯომის ქარხანა, გებრუდერ ვაის-საქართველო, თეგეტა მოტორსი, გრინვეი, ელთიბი და ა.შ.
  • ,,ოლ-პი ჯგუფი“ საერთაშორისო სასტუმროების უპირებო არჩევანიცაა. კომპანიის პორტფოლიოშია ისეთი ცნობილი ობიექტები, როგორებიცაა: ჰილტონი (ბათუმი და თბილისი), ბათუმი თაუერი, რადისონ ქოლექშენ წინანდალი, პარაგრაფი, ბილტომი, რუმსი, სტამბა, ბესთ უესთერნ გუდაური, იბისი,მოქსი,  პარკ ჰოტელი და სხვა მრავალი.
  • შეგიძლიათ შეაფასოთ კომპანიის მოწყობილი პარკინგის სისტემები - M² იპოდრომთან (სამუშაოები 17 800 ² ფართობზე შესრულდა), სითი მოლი საბურთალო (30 000 ²) და ა.შ