ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ოლ-პი ჯგუფი StopCoV ფონდს მხარდაჭერას უცხადებს

  • news - ოლ-პი ჯგუფი StopCoV ფონდს მხარდაჭერას უცხადებს
2020-03-24

კომპანიამ „ოლ-პი ჯგუფი“ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ათი ათასი ლარი #StopCoV ფონდში გადარიცხა. #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

 

ფონდის მხარდაჭერის პარალელურად, ,,ოლ-პი ჯგუფი“  არ წყვეტს ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მისსავე დაწყებულ ღონისძიებებს, რაც სოციალურად დაუცველი მოხუცების მზრუნველობაში გამოიხატება. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიამ თავშესაფართა  ბენეფიციარებს  საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა. გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში ხანდაზმულები არიან, მიგვაჩნია, რომ მათზე ზრუნვა, მოცემულ სიტუაციაში, განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ.

 

,,ოლ-პი ჯგუფი“ პარტნიორ კომპანიებს ინიციატივის გაზიარებას სთხოვს. კერძო სექტორი, სახელმწიფო და მთლიანი საზოგადოება, ერთიანი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევას.

 

#StopCoV ფონდში ჩარიცხვა შეუძლია ყველას: https://stopcov.gov.ge/ka/Fund

 

ვიზრუნოთ ერთმანეთზე და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები.

 

,,ოლ-პი ჯგუფი“ ჯანმრთელობას გისურვებთ!