ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ოლ-პი ჯგუფში შრომის უსაფრთხოების თემაზე ტრენინგები მიმდინარეობს

  • news - ოლ-პი ჯგუფში შრომის  უსაფრთხოების თემაზე ტრენინგები მიმდინარეობს
  • news - ოლ-პი ჯგუფში შრომის  უსაფრთხოების თემაზე ტრენინგები მიმდინარეობს
2020-07-20

,,ოლ-პი ჯგუფში“ შრომის  უსაფრთხოების თემაზე დაწყებული ტრენინგები გრძელდება. კომპანიის ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ოფიცრები თანამშრომლებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე აწვდიან ინფორმაციას.

 

მორიგი ტრენინგის თემა  ,,თერმული სტრესი, სიმაღლეზე მუშაობა და პერსონალური დაცვის საშუალებები“ იყო. სწორი PPE-ს შერჩევა, მისი შემოწმებისა და მოვლის წესები - ,,ოლ-პი ჯგუფის“ გუნდის წევრებმა ტრენინგის თემასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო კითხვაზე მიიღეს პასუხი.

 

,,ოლ-პი ჯგუფისთვის“ მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი სათანადოდ იყოს ინფორმირებული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ. შესაბამისად, მსგავსი შინაარსის ტრენინგებს კომპანიაში უწყვეტი ხასიათი აქვს.