ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ბეტონის სამრეწველო იატაკები

 

გთავაზობთ თანამედროვე მაღალხარისხიანი, გამძლე და    ცვეთამედეგი ბეტონის სამრეწველო იატაკების მოწყობის სამუშაოებს. ჩვენ ვიყენებთ ახლადდაგებული ბეტონის ( მისი გამყარების პროცეში) სპეციალური მანქანებით გაპრიალების ტექნოლოგიას. ასეთი დამუშავების შედეგად ბეტონის ზედაპირი მყარდება, ხდება პრიალა, მტკიცე, არ მტვერდება და უძლებს ქიმიურ დატვირთვებს. ამ ტიპის იატაკებმა ევროპასა და ამერიკაში მრავალწლიანი ეცპლუატაციის მანძილზე დაიმკვიდრეს მნიშვნელოვანი ადგილი სამრეწველო იატაკების ბაზარზე.

 

გამოყენებული მასალები:

- ფერადი ტოპინგები ( გამამკვრივებელი ფხვნილები ) კვარცის, მეტალისა და კორუნდის შემავსებლით.
- გამამკვრივებელი ამტვერების საწინაამღდეგო გასაჟღენთი პოლიმერული ხსნარები.

 
გამოყენების ადგილები:

-სასაწყობო და სამრეწველო კომპლექსები 
-სავაჭრო ცენტრები და კვების მრეწველობის ობიექტები
-ავტოსადგომები და ავტოფარეხები.

 

ბეტონის სამრეწველო იატაკების დაგებაზე ოლ-პის სპეციალისტები მუშაობენ 2007 წლიდან. ჩვენი კომპანია ითვლის 40-მდე სპეციალისტს, 30 ერთეულ სპეც-ტექნიკასა და დანადგარს. ჩვენს მიერ დღემდე შესრულებული დაახლოებით 380 000 კვ.მ ფართობის იატაკები გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ზედაპირის იდელური სისწორით.