ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

პოლირებული იატაკი

პოლირებული იატაკი - წარმოადგენს თანამედროვე სამრეწველო/დეკორატიული ბეტონის იატაკების მოწყობის ყველაზე მოდერნიზებულ ფორმას. იატაკის ძირითად სიმტკიცეს განსაზღვრავს არსებული ბეტონის მარკა და ზადაპირის გამამკვრივებელი ფხვნილის ხარისხი. ასეთის არსებობის შემთხვევაში, პოლირების ტექნოლოგია შესაბამისი ქიმიური ხსნარების მეშვეობით მხოლოდ აკეთილშობილებს ბეტონის ზედაპირს. ზუსტი ტექნოლოგიური მეთოდით დამუშავების შედეგად ძველი თუ ახალი ბეტონის იატაკი გარდაიქმნება ცვეთამედეგ, გამძლე, მარმარილოს მსგავს, წყალგაუმტარ, პრიალა, მაღალი ოპტიკის მქონე სამრეწველო/დეკორატიულ იატაკად.

დამუშავების შედეგად ძველი თუ ახალი ბეტონის საფარი გარდაიქმნება ცვეთამედეგ, ფიზიკურად და ქიმიურად მედეგ, წყალგაუმტარ, ოპტიკურად მიმზიდველ იატაკად.

უპირატესობები:

-  ადვილად მოსავლელი იატაკი

-  ხანგრძლივი ექსპლოატაციის ვადა

-  ვიზუალური ეფექტი

-  მაღალი დატვირთვებისადმი მედეგი

-  ქიმიური ზემოქმედების მიმართ მედეგი

-  სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებების მიმართ მედეგი

გამოყენების ადგილები და ტიპები:

-  კვების მრეწველობა

-  ღვინის მრეწველობა

-  პარკინგის სისტემები

-  სასაწყობე მეურნეობის იატაკი

-  ფარმაცევტული და სამედიცინო დაწესებულებები

-  დეკორატიული იატაკი

-  მარკეტი, სავაჭრო ცენტრი