ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

იტონგის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა

კატეგორია: ბეტონის სამრეწველო იატაკები

,,ოლ-პი ჯგუფმა"  მორიგ მნიშვნელოვან ინდუსტრიულ პროექტზე დაასრულა მუშაობა. სამრეწველო ობიექტების გრძელ სიას, სადაც იატაკის ტექნოლოგიების სფეროს ლიდერმა  კომპანიამ სამუშაოები განახორციელა, იტონგის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა დაემატა. ,,ოლ-პი ჯგუფმა",  შპს  „კავკასუს იტონგის" დაკვეთით,  ბეტონის საფარი ქარხნის გარე ტერიტორიაზე, 25 000 კვ.მ. ფართობზე, მოაწყო. პროცესი, ტრადიციულად,  პროექტით განსაზღვრულ ვადაში (ერთ თვეში) დასრულდა. 

 

,,ოლ-პი ჯგუფის" სრული სამუშაოები მოიცავდა:

 

✅ ბალასტისა და ღორღის ფორმირება ნიშნულზე;
✅ ბაზალტის არმირებისა და სანიაღვრე კომუნიკაციების მოწყობა;
✅ ბეტონის დასხმა-დამუშავება.

 

იტონგის ქარხნის პროექტი „ქსელა ჯგუფის“, „არქი ჯგუფისა“ და „მ2-ის“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.