ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ტერმინალ თაუერსი

კატეგორია: პოლიმერული იატაკები, ტერაცოს იატაკი

ტერაცო, რუსტიკი და პოლიმერული იატაკი - ყველაზე ტრენდულ და ექსკლუზიურ პროდუქტებს, რომელსაც ALL-P GROUP  გთავაზობთ, Terminal Towers-ში შეხვდებით.

 

ტერაცო, ისევე როგორც პოლიმერული იატაკი,  განსაკუთრებით პოპულარულია საოფისე ფართებისა და სასტუმროების ინტერიერისთვის. რაც შეეხება, რუსტიკს - იგი ექსკლუზიური პროდუქტია, რომელიც ,,ოლ-პი ჯგუფმა“ სპეციალურად Terminal Towers-ისთვის მოაწყო.

 

აღსანიშნავია, რომ დასახელებულ ობიექტამდე ,,ოლ-პი ჯგუფმა“ სამუშაოები ,,ტერმინალის“ საბურთალოს ფილიალში განახორციელა, სადაც ტერიტორიის უმეტესი ნაწილი პოლირებულ იატაკს დაეთმო.

 

ორივე პროექტის ინტერიერის დიზაინის ავტორია ევგენია გორდინსკაია. მისი გადაწყვეტილებით, ,,ტერმინალის“ ობიექტებზე  გამოყენებული ,,ოლ-პი ჯგუფის“ იატაკები   საერთო სამუშაო სივრცის ინდივიდუალიზმსა და გამორჩეულ სტილს უსვამს ხაზს.