ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ჰილტონი ბათუმი

კატეგორია: იატაკის მოჭიმვა

ბათუმში მაღალი კლასის სასტუმროსთვის - ჰილტონ ბათუმისთვის ბრიტანული სტანდარტის შესაბამისი იატაკის მოჭიმვის სამუშაოები შევასრულეთ. 

ას ნიშნავს და რატომაა გამორჩეული ბრიტანული სტანდარტი? ბრიტანული სტანდარტი ბეტონის მაღალ მარკით - B22,5-ით მუშაობას გულისხმობს, ასევე მასში გათვალისწინებულია ისეთი კომპონენტი როგორიცაა ხმის იზოლაცია. ალბათ დაგვეთანხმებით, სასტუმროებში უდავოდ მნიშვნელოვანია ოთახებს შორის ხმის იზოლაცია და გარე ხმაურისგან თავდაცვა. ჩვენი გამორჩეული B22,5 მარკის ბეტონის ფორმულა კი ამის გარანტიაა. 

ჩვენ ლაბორატორიულ პირობებში B22,5 მარკის მქონე დუღაბის დამზადების ფორმულა შევიმუშავეთ. სწორედ ამ ფორმულითა და შესრულების ხარისხით დავაკმაყოფილეთ ბრიტანული სტანდარტი და საქართველოს ბაზარზე ლიდერი პოზიცია დავიკავეთ.