კაკლის გადამამუშავებელი ქარხანა
კატეგორია:
ბეტონის სამრეწველო იატაკები,
ოლ-პი მეტალი
,,ოლ-პი ჯგუფი“ კახეთში მორიგ მასშტაბურ და რეგიონისთვის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ პროექტზე მუშაობს. სოფელ ჩუმლაყში, კაკლის გადამამუშავებელი საწარმოსთვის, 3 600 მ² ფართობზე, მოპრიალებული რკინა-ბეტონის იატაკის მოწყობა მიმდინარეობს. ქარხნისთვის ლითონკონსტრუქციებისა და სენდვიჩ პანელების მონტაჟს კი კომპანია ,,ოლ-პი მეტალი“ ახორციელებს.
პროექტი, რომელიც კახეთში აგროსექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. განსაზღვრულია პროდუქციის ძირითადი რეალიზაციის სივრცეც - ევროკავშირის ბაზარი. ,,ოლ-პი ჯგუფი“ სამუშაოებს შპს ,,აგროლაინის“ დაკვეთით აწარმოებს.