ტერმინალ თაუერსი
ტერაცო, რუსტიკი და პოლიმერული იატაკი - ყველაზე ტრენდულ და ექსკლუზიურ პროდუქტებს, რომელსაც ALL-P GROUP გთავაზობთ, Terminal Towers-ში შეხვდებით.
ტერაცო, ისევე როგორც პოლიმერული იატაკი, განსაკუთრებით პოპულარულია საოფისე ფართებისა და სასტუმროების ინტერიერისთვის. რაც შეეხება, რუსტიკს - იგი ექსკლუზიური პროდუქტია, რომელიც ,,ოლ-პი ჯგუფმა“ სპეციალურად Terminal Towers-ისთვის მოაწყო.
აღსანიშნავია, რომ დასახელებულ ობიექტამდე ,,ოლ-პი ჯგუფმა“ სამუშაოები ,,ტერმინალის“ საბურთალოს ფილიალში განახორციელა, სადაც ტერიტორიის უმეტესი ნაწილი პოლირებულ იატაკს დაეთმო.
ორივე პროექტის ინტერიერის დიზაინის ავტორია ევგენია გორდინსკაია. მისი გადაწყვეტილებით, ,,ტერმინალის“ ობიექტებზე გამოყენებული ,,ოლ-პი ჯგუფის“ იატაკები საერთო სამუშაო სივრცის ინდივიდუალიზმსა და გამორჩეულ სტილს უსვამს ხაზს.