ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ტერაცოს იატაკი

ვიზუალურად დახვეწილ და გამორჩეულ იატაკს ეძებთ? ეს ტერაცოა

 

რა განაპირობებს მის ექსკლუზიურობას?

ტერაცოს იატაკს თავისუფლად შეუძლია თქვენი გემოვნებისა და სტილის ასახვა.  შემადგენელი კომპონენტები - შუშა, ქვა, მარმარილო - საშუალებას იძლევა სასურველი ფერისა და ორნამენტის იატაკი მიიღოთ.

 

განსაკუთრებული თვისება, რომელიც თავად შეგიძლიათ მიანიჭოთ ტერაცოს იატაკს

მის შემადგენლობაში შესაძლებელია გამოიყენოთ რეციკლირებული მასალა, რაც აღსანიშნი ფაქტორია თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების დაცვა.

 

გამოყენების ადგილები

სახლები, სასტუმროები, რესტორნები, ოფისები,  სავაჭრო ცენტრები და  აეროპორტები

 

რამდენად გამძლეა ტერაცოს იატაკი?

იგი დღესდღეობით ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე გამძლე პროდუქტად მიიჩნევა.  ამიტომაც   ხშირად შეხვდებით სავაჭრო ცენტრებსა და აეროპორტებში. სწორად მოწყობილი და მოვლილი ტერაცოს იატაკი, 70 წელზე დიდხანს ძლებს.

 

რჩება თუ არა ტერაცოს ზედაპირზე ლაქები?

წესების დაცვით დალუქული იატაკის სისტემა გამორიცხავს მის ზედაპირზე ლაქების დარჩენას  და ასევე, იცავს  ბზარებისგან.

 

როგორ გავწმინდოთ ტერაცოს იატაკი?

ტერაცოს ზედაპირის სისუფთავისთვის საკმარისია წყლის გამოყენება

 

როგორ მოვაწყოთ ტერაცოს იატაკი?

ოლ-პი ჯგუფის საშუალებით. ჩვენ შევძლებთ თქვენი პროექტისთვის, ტერაცოს იატაკის გამოყენებით, ყველაზე თანამედროვე და გამორჩეული ინტერიერი შევქმნათ.

 

ილუსტრაციებზე წარმოდგენილია ,,ოლ-პი ჯგუფის" მიერ მოწყობილი პოლიმერული იატაკის ნიმუშები