ოლ-პი მეტალის საქველმოქმედო აქცია
2020-06-15
„ოლ-პი ჯგუფის“ მიერ საკუთარ იუბილეზე წამოწყებული საქველმოქმედო აქცია კომპანია ,,ოლ-პი მეტალმა“ გააგრძელა. ლითონკონსტრუქციების საამქრომ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თბილისში რამდენიმე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა. აქციის ბენეფიციარების საჭიროებებიდან გამომდინარე, კომპანიამ მათ საკვები პროდუქტები და მედიკამენტების ვაუჩერები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ კომპანიის ძირითად მიმართულებას ლითონ-კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟი წარმოადგენს. ,,ოლ-პი მეტალი“ ასევე უზრუნველყოფს სენდვიჩ პანელების მონტაჟსა და თუნუქის აქსესუარების დამზადება-მონტაჟს. მის მომსახურებაში ერთიანდება დეკორატიული მიმართულებაც: ლითონის ელემენტები სხვადასხვა დიზაინერული იდეით.