ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ოლ-პი ჯგუფის სოციალური აქცია კათარზისში

  • news - ოლ-პი ჯგუფის სოციალური აქცია კათარზისში
2020-04-14

,,ოლ-პი ჯგუფი“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვას განაგრძობს.

 

მოხუცთა თავშესაფარში ,,სიკეთის ლამპარი“ სტუმრობის შემდეგ, ჩვენ ,,კათარზისიდან“ დაგვიკავშირდნენ. სათნოების სახლი კომპანიამ ბენეფიციარებისთვის მოთხოვნილი საჭიროებებით უზრუნველყო. გვიხარია, რომ ეს ურთიერთობის პირველი შემთხვევა არ არის და ,,ოლ-პი ჯგუფს“ სათნოების სახლ ,,კათარზისთან“ უკვე რამდენიმე წლიანი მეგობრობა აკავშირებს.

 

აღნიშნული სოციალური აქციების პარალელურად, ,,ოლ-პი ჯგუფი“ #StopCoV ფონდის მხარდამჭერიცაა. ფონდში აკუმულირებული თანხა,  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.