ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ოლ-პი ჯგუფი საერთაშორისო ტრენინგზე

2023-02-03

,,ოლ-პი ჯგუფი’’ საერთაშორისო ტრენინგების სისტემატური მონაწილეა. ამჯერად, კომპანიის წარმომადგენლები გერმანიაში, პარტნიორი კომპანიის FLOWCRETE ორგანიზებულ სემინარს დაესწრნენ.

ექსპერტებმა ტრენინგის მონაწილეებს პოლიმერული იატაკის მიმართულებით  FLOWCRETE-ის ახალი პროდუქტები და მათი გამოყენების ტექნოლოგია გააცნეს. აქტივობა მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებსაც.

ინოვაციურ პროდუქტებს შორის წარმოდგენილი იყო MMA, რომელიც შრობის განსაკუთრებული სისწრაფით გამოირჩევა.  პროდუქტი განსაზღვრულ დროში გაცილებით  დიდი მოცულობის სამუშაო სივრცის ათვისებას ხდის შესაძლებელს.

აღსანიშნავია, რომ  ,,ოლ-პი ჯგუფი“ საერთაშორისო ბრენდის FLOWCRETE-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, 2019 წელს FLOWCRETE-ის ვიცე-პრეზიდენტი ,,ოლ-პი ჯგუფს“ საქართველოშიც ესტუმრა.  ,,პარტნიორებს ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვარჩევთ. გამოცდილება და ტექნიკური რესურსები - ეს ის კრიტერიუმებია, რის გამოც არჩევანი ,,ოლ-პი ჯგუფზე“ გავაკეთეთ. კომპანიის სპეციალისტებმა ზუსტად იციან რომელი პროექტისთვის რა ტიპის იატაკის სისტემაა შესაბამისი, სამუშაოების შესრულება კი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეუძლიათ“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა იან ჯონსმა ვიზიტისას.