ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ოლ-პი ჯგუფი უზბეკეთის ბაზარზე გავიდა

2023-04-06

,,ოლ-პი ჯგუფს“ მნიშვნელოვანი სიახლე აქვს. კომპანიამ ოპერირება უზბეკეთის ბაზარზე დაიწყო.  ,,ოლ-პი უზბეკეთი“ ადგილობრივ კომპანიასთან ,,ბელტერა ჰოლდინგი“  პარტნიორობით დაფუძნდა.

,,ოლ-პი ჯგუფი“  ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა. ამას ჩვენ მიერ საქართველოში დანერგილი არაერთი სერვისი მოწმობს. მიხარია, რომ იმავეს საშუალება უზბეკეთის ბაზარზეც მოგვეცემა. საერთაშორისო ბაზარზე გასვლა საკმაოდ რთული და სარისკო პროცესია, რასაც ჩვენი მხრიდან არაერთი საპასუხისმგებლო ნაბიჯი უძღოდა", - აცხადებს კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ მაჩალაძე.

მისი განმარტებით, კომპანია დინამიურად განაგრძობს საერთაშორისო ბაზრის ათვისებაზე მუშაობას.