ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ოლ-პი ჯგუფმა აჭარასა და სამეგრელოში რეგიონული წარმომადგენლობა ჩამოაყალიბა

  • news - ოლ-პი ჯგუფმა აჭარასა და სამეგრელოში რეგიონული წარმომადგენლობა ჩამოაყალიბა
2021-03-29

აჭარისა და სამეგრელოს მაცხოვრებლებისთვის  ,,ოლ-პი ჯგუფს“  სასიამოვნო სიახლე აქვს. კომპანიამ აღნიშნულ რეგიონებში საკუთარი წარმომადგენლობა აამოქმედა.

 

იატაკის სისტემებით დაინტერესებული პირები ადგილზე მიიღებენ კონსულტაციას, პროექტების მიმდინარეობას კი სათაო ოფისთან ერთად,  რეგიონული წარმომადგენლები უშუალოდ გააკონტროლებენ. ობიექტებზე სამუშაოებს კომპანიის ადგილობრივი ჯგუფები შეასრულებენ. შესაბამისი გადამზადება მათ ,,ოლ-პი ჯგუფის“ მიმართულებების ხელმძღვანელებთან გაიარეს.

 

,,13 წელზე მეტია,  რაც პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვასრულებთ, თუმცა აჭარასა და სამეგრელოში მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილობრივი წარმომადგენლობის ამოქმედება  გადავწყვიტეთ“, -  განაცხადა კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ მაჩალაძემ. მისი განმატებით, კომპანია  რეგიონული წარმომადგენლობების გაფართოებას სამომავლოდ საქართველოს დანარჩენ მხარეებში გეგმავს.

 

ინდუსტრიული, კომერციული თუ სამოქალაქო დანიშნულების ობიექტებისთვის ,,ოლ-პი ჯგუფი“ მომხმარებლებს  მოჭიმული იატაკის სამუშაოებს, პოლიმერულ, პოლირებულ, ტერაცოს, ბეტონის სამრეწველო, რბილ და ელასტიკურ იატაკებს სთავაზობს.  კომპანია ასევე აქტიურია ჰიდროიზოლაციის სისტემებისა და სამრეწველო მშენებლობის მიმართულებით.