ვალუტა

ვალუტა

ამინდი

ამინდი

INSTAGRAM LinkedIn Facebook Youtube
კონტაქტი
ENG|РУС

ოლ-პი ჯგუფმა საქართველოში ვეტრაცოს პირველი იატაკი მოაწყო

  • news - ოლ-პი ჯგუფმა საქართველოში  ვეტრაცოს პირველი იატაკი მოაწყო

2021-10-07

უნიკალური დიზაინის ეკო-მეგობრული პროდუქტი - ასე ხასიათდება ვეტრაცო. თანამედროვე კონცეფციის ამ  მასალისგან პირველი ნიმუში  საქართველოშიც შეიქმნა. ვეტრაცოს იატაკი, მორიგი ინოვაციის სახით,  ,,ოლ-პი ჯგუფმა“ შესთავაზა მომხმარებლებს.

,,ვეტრაცო მხოლოდ ეფექტური ვიზუალის მასალა არაა, მას ღირებულებითი დატვირთვა აქვს. მისი გამოყენებით,  მხარს ვუჭერთ პროექტებს, რომლებიც საქართველოს ბუნებრივი რესურსების დაცვას ითვალისწინებს“, - განმარტავს კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ მაჩალაძე.

პროდუქტის 85%-ი რეციკლირებული მინისგან შედგება, რაც შემდგომში ფერთა ფართო არჩევანს განაპირობებს. გადამუშავებულ მასალას იყენებს ,,ოლ-პი ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იატაკის - ტერაცოს შესაქმნელადაც. სწორედ ამ ორი ეკო-მეგობრული პროდუქტის შთამბეჭდავი კომბინაცია მოაწყო კომპანიამ ბიზნეს ცენტრში ,,ვაკე პლაზა“.

საოფისე სივრცეების გარდა, ,,ოლ-პი ჯგუფი“ ვეტრაცოს იატაკის გამოყენებას სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, შოურუმებსა და საცხოვრებელ ფართებში გირჩევთ. იგი მარტივია მოსავლელად და არ ლაქავდება. მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე გამძლე მასალად. მათ შორის, მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართაც. ვეტრაცოს იატაკის მოწყობას საქართველოში, ისევე როგორც მთელ სამხრეთ კავკასიაში, მხოლოდ კომპანია ,,ოლ-პი ჯგუფი“ ახორციელებს.