საზღვრისპირა პეიზაჟი
2022-11-20
საზღვრისპირა პეიზაჟი - ასე ქვია პროექტს, რომელიც ქართულ-იტალიურმა არქიტექტურულმა ოფისმა NOIA practice ,,ოლ-პი ჯგუფის“ მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტს სურს ასახოს, თუ რას ნიშნავს დროებითობა პეიზაჟისთვის და თუ როგორ კვეთს მისი ციკლური მახასიათებლები ქალაქის მუდმივ ტრანსფორმაციას. ,,საზღვრისპირა პეიზაჟი“ გამოხატავს ტბის გარდამავალ მდგომარეობას, რომელიც ბუნებასა და ქალაქს შორის არსებულ სივრცეს აფიქსირებს.
ინსტალაციის გაცნობა დამთვალიერებლებს, 6 თვის განმავლობაში, მშრალ ტბაზე შეეძლებათ.
პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან: ეკოვუდი, ლისი დეველოპმენტი, იტალიის საელჩო საქართველოში.